Thursday, May 16, 2013

ქართული საბანკო სისტემა




,, როგორც მსოფლიოს უმეტეს ძველ ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოშიც ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებების, მ. შ. ბანკების არსებობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს...." თითქმის ყველა ქართული საბანკო საქმის სახელმძღვანელო, ესე იწყება, მაგრამ რეალობა სხვაა, თითქოს ქართულ საბანკო სექტორს რცხვენია თავისი ყმაწვილური ასაკის და მას საგულდაგულოდ მალავს, მოდით სულ ცოტა ვიმოგზაუროთ ქართული საბანკო სისტემის დაბადებისა, გარდაცვალებისა და აღდგომის მოკლე მაგრამ საინტერესო და დღეისათვის აქტუალურ ისტორიაში.

როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოში პირველი ბანკის დაბადების ადგილს იტალიაში ,ქალაქ გენუაში მივყავართ 1407 წელს. საქართველოში ამ დროისათვის ჩასახვის სტადიაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ მშობლის ორგანიზმი ამისათვის არ იყო ჯერ მზად, ამ დროს საქართველოს ყარა-იუსუფის შავბატკნიანთა ურდო აწიოკებდა, რომელთან ბრძოლაშიც დაიღუბა გიორგი VII და კონსტანტინე I ი ტყვედ ჩავარდა. როგორც მივხვდით საქართველო , სიცოცხლისათვის ბრძოლობდა, დასანანია იმ ქვეყანაში სადაც 11 საუკუნეში უკვე დავით აღმაშენებელი ფისკალურ პოლიტიკას ატარებდა,რა თქმა უნდა საქართველოში არსებობდა ცალკეული საკრედიტო ორგანიზაციები, ორტაღები, ზარაფები მაგრამ ბანკიდან მაინც შორს ვიყავით... 1801 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთის მმართელობა დამყარდა საქართველოში მოქმედი ეროვნული საკრედიტო სტრუქტურები გაუქმდა და მათ ადგილზე დაიწყო რუსეთის სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებათა დაარსება..

პირველი ქართული ბანკი საქართველოში 1875 წლის 28 ივნისს თბილისში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაფუძნდა თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკი, შემდეგ ქუთაისში 1876 წელს ნიკო ღოღობერიძის თაოსნობით. საქართველოს საბანკო სისტემამ ჩანასახიდან უკვე ახალშობილის ეტაპზე გადავიდა, ბევრს მიაჩნია რომ ეკონომისტი და ფინანსისტი ცივი ანგარიშიანობის კაცი უნდა იყოს და მას არანაირი საერთო საქმე არ უნდა ჰქონდეს რომანტიზმთან, მაგრამ თვალნათლ;ივი მაგალიტი ჭავჭავაძისა მოწმობს, იმას რომ შესაძლებელია ერთ ადამიანში ორივე ნიჭი იყოს ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს, მაშინდელ ქართულ ბანკს არამარრტო საკრედიტო-სადეპოზიტო ფუნქციები ჰქონდა, არამედ ის დიდ ეროვნულ საქმესაც აკეთებდა, აზნაური თავისივე ფულით თავისივე მიწას ჰყიდდა..

1919 წლის 13 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იკნა ,,კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ”, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს თან ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, წყობის სტრუქტურა, საწესდებო კაპიტალი და უფლებამოვალეობანი იყო განმარტებული. საქარტველოს სახელმწიფო ბანკმა ფუნქციონიება 1920 წლის ივლისიდან დაიწყო. კანონის თანახმად, აღნიშნული სტრუქტურის დაარსების პირველივე დღიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ბანკი” ეწოდა. საქართველო ნელ ნელა იწყებდა საბანკო ფერხულში ჩაბმას, შემუშავდა ქართული ფულის ესკიზები და მისი ემისიაც იგეგმებოდა, მაგრამ 1921 წლის 21 თებარვალის შემდეგ, როდესაც საქართველოში დამყარდა საბჭოთა წყობილება, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ,,საქართველოს სახელმწიფო ბანკს» სახელმწიფოებრივი საფუძველი გამოაცალა და მან არსებობა შეწყვიტა. ამ პერიოდიდან ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ,,საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ბანკი ასრულებდა”

დღევანდელმა ქართულმა საბანკო სისტემამ არსებობა 1991 წელს დაიწყო, როდესაც ჩამოყალიბდა ეროვნული ბანკი უკვე მეორედ და დაიწყო საბანკო ლიცენზიების გაცემა, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს 1993 წლისატვის საქართველოში რეგისტრირებული იყო უკვე 250 მდე კომერციული ბანკი, საბანკო ლიცენზია კი სულ რაღაც 500 $ ად ფასობდა,

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საბანკო სისტემის 19 ბანკიდან უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 17ბანკი დ აუცხოეთისბანკების 2 ფილიალი. უცხოელთ აწილი ბანკების მთლიან კაპიტალში შეადგენს 79.7%-ს, აქედან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ფლობენ 10.3%-ს, კერძო უცხოური ბანკები - 55.6%-სდასხვა ინვესტორები - 34.2%-ს. ამ სხვა ინვესტორების ქვეშ იგულისხმება აგრეთვე ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმები. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, მათი შემოსვლა საქართველოს საბანკო სექტორში განხორციელდა საბანკო კრიზისის აღმასვლისპერიოდში 2008 წლისბოლოს. მათი ფინანსური დახმარება გამოიხატა არამარტო სესხების გაცემით, არამედ ადგილობრივი ბანკების თანამფლობელობაში მოქცევით. ესენია საერთაშორისო საფინანსოკორპორაცია (IFC), ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), გერმანული სარეკონსტრუქციო საკრედიტო ინსტიტუტი (KfW), ნიდერლანდები სმეწარმეობის განვითარების ბანკი (FMO).ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს ძირითადად უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილ ბანკებს, სადაც თავმოყრილია მთელი საბანკო სისტემი მთლიანი აქტივების 89.1%, მთლიანი სესხების 89.2% და არასაბანკო, ანუ საქართველოს მოსახლეობის, დეპოზიტების 90.9%. რა თქმა უნდა, საბანკო სექტორს გააჩნია ფინანსურად მძლავრი ინვესტორები, რომლებიც შემდგომი საბანკო კრიზისის დროსა სავარაუდოდ დაეხმარებიან თავიანთ ბანკებს. მაგრამ, ვფიქრობთ, ეროვნული მეწარმეობისთვის უფრო საინტერესოა ის, თუ რა სტრატეგიით იმოქმედებს ეროვნული ბანკი იმისათვის, რომ უცხოური დახმარების საჭიროება არ წარმოიქმნას მომავალში.საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები არაძლევენ მას საშუალებას სრულად უზრუნველყოს თავისი მაკროეკონომიკური ფუნქციის შესრულება, რაც დამახასიათებელია განვითარებული ეკონომიკებისთვის. კერძოდ, დღეისთვის შერჩეული სტრატეგიით საქართველოს საბანკო სისტემა ვერ უზრუნველყოფს კაპიტალის დარგთაშორის გადადინებას, მოთხოვნასა და მოხმარებას შორის წონასწორობის შენარჩუნებას,დანაზოგების ტრანსფორმაციას ინვესტიციებში. ქვეყნის საბანკო სისტემის მიმართ ჯერკიდევ არსებული უნდობლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აფერხებს მსხვილისახსრების მოზიდვას საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან.

ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა მოსახლეობისა და ეკონომიკური აგენტების ნდობა საბანკოსექტორის მიმართ. უპირველესყოვლისა, ეს გამოიხატება კომერციულ ბანკებში განთავსებული ანაბრებისა და დეპოზიტების მოკლევადიანობაში, რომელიცსაშუალოდარაღემატება 1 წელს. გრძელვადიანი რესურსების დეფიციტი განაპირობებს ბანკების უუნარობას განახორციელონ გრძელვადიანი დაბანდებები. ასევე დაბალია ბანკების უზურნველყოფა გრძელვადიანი უცხოური საკრედიტო რესურსებით. მათი ვადიანობა შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს. სწორედ ასეთმა მოკლევადიანობამ განაპირობა უცხოური პორტფელის ინვესტიციების სწრაფი გადინება საქართველოს ბანკებიდან საბანკო კრიზისის დადგომისას.

პერსპექტივა. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე, თუ არა ერთადერთი, წარმატებული სექტორია, ბოლო ორი წლის სტატისტიკით საბანკო სექტორის წმინდა მოგება იზრდება, 2008 წლის კვარტალური ანგარიშგებით საბანკო სექტორში წმინდა ზარალი 37 მილიონ ლარს აჭარბებდა, 2011 წლის მონაცემებით კი წმინდა მოგებამ 234 მილიონ ლარს გადააჭარბა, ექსპერტები ამ პროგრესს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით, შემცირებული კომერციული რისკით და დასავლური სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესებული მენეჯმენტის და მომსახურების სისტემით ხსნიან.

რაც შეეხება სისტემის მდგრადობას, უნდა აღვნიშნო, რომ მდგრადობის თვალსაზრისით საქართველოს საბანკო სექტორი 2011 წელს იდგა რამდენიმე გამოწვევის წინაშე. მთავარი გამოწვევა იყო 2010 წელს დაწყებული დადებითი ტენდენციების გავრცობა და მეორე ასეთი სახის გამოწვევად ინფლაცია იყო. 2008-2009 წლების ზარალიანი ტრენდის დაძლევა, რაც 2009 წლის ბოლოს სისტემის 65 მილიონიან ზარალში აისახა, , 2009 წელი საბანკო სექტორისათვის უმძიმესი გამოდგა, რაც დაკავშირებული იყო 2008 წლის რეცესიული პრობლემების მემკვიდრეობასთან. მართალია, ქვეყანამ მიიღო სოლიდური საერთაშორისო დახმარება, მაგრამ საბანკო სექტორზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა 2008 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვადაგადაცილებული სესხების ზრდის ტენდენცია. ამას დავუმატოთ პრობლემური სესხების ამორტიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხარჯები, რამაც საბოლოო ჯამში სისტემის ზარალზე გასვლა გამოიწვია. 2010-2011 წელმა აჩვენა, რომ საბანკო სისტემა საკმაოდ მდგრადია. ამის თქმის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ მოგების სარეკორდო 300 მილიონიან მაჩვენებელზე გასვლა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დადებითი ტენდენციები და თავად საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები, რაც ახალი საბანკო მომსახურების ცენტრების გაფართოებაში და მომსახურების ხარისხისა და ახალი პროდუქტების გაზრდილ შეთავაზებაში ვლინდება.

წამყვანმა ქართულმა ბანკებმა მოგების ზრდასთან ერთად უკვე განაცხადეს ახალი ფილიალებისა და მომსახურების ცენტრების გახსნის შესახებ, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში. ცნობილია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი წამყავანი სეგმენტი ფინანსური მომსახურებაა. საბანკო ფილიალების გაფართოება პირდაპირ უკავშირდება თბილისიდან ეკონომიკური აქტივობის გადატანას რეგიონებში და პირველ რიგში ბათუმის, ქუთაისის თუ კახეთისა და სვანეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი ისევ ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს, ყოველივე ზემოთ აღნიშნული საფუძველს გვაძლევს, რომ 2012 წელიც წარმატებით დასრულდება საქართველოს საბანკო სექტრისათვის და ის კვლავ დარჩება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ წარმატებულ სექტორად.

ასევე ჩვენს ჭაბუკ ცელქ საბანკო სექტორს ხანდახან მკაცრი ხელიც სჭირდება, მაგალითად როგორიც იყო კლიენტის არაინფორმირებულობა დასარიცხი და მისაღები პროცენტების რაოდენობის შესახებ, ეროვნულმა ბანკმა მიიღო შესაბამისი დადგენილება რის შემდეგაც, რამოდენიმე ბანკის პიარ აქციაშიც გამოჩნდა, რომ თურმე ბანკი თავისი კეთილი ნების საფუძველზე კლიენტს აძლევს, იმ ინფორმაციას რაც მისთვის საჭირო და აუცილებელია, ასევე ბანკში საკრედიტო ბარათის ან სესხის დამტკიცების შემდგომ როდესაც ხელშეკრულებას ხელი უკვე მოვაწერეთ გულდასმით გვიხსნიან რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი..

ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს, ცელქი ჭაბუკიდან, დაღვინებული კაცის ქცევებისაკენ უბიძგებს,


ინფორმაციის წყარო

No comments:

Post a Comment