თიბისი ბანკი

შექმნის ისტორია
2012  წელს თიბისი ბანკმა დაარსებიდან 20 წლის იუბილე იზეიმა. ბანკი დაფუძნდა 1992 წელს და მისი საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა. დღეს თიბისი ბანკი წამყვანი, უნივერსალური ბანკია საქართველოში  370 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით და 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებით. ბანკი ემსახურება 1,000,000-მდე მომხმარებელს ოთხ ბიზნეს-სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო-საფინანსო საბანკო მომსახურება (რომელიც ხორციელდება შვილობილი კომპანია, ბანკი „კონსტანტას“ საშუალებით).
  • თიბისი ბანკი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საცალო დეპოზიტების ბაზარზე და  მისი წილი ამ სეგმენტში 36,0%-ს შეადგენს.  
  • 2012 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა აწია თიბისი ბანკის საერთაშორისო რეიტინგები სხვადასხვა კატეგორიებში: გრძელვადიანი რეიტინგი (IDR)[1] ‘BB-’ -დან  ‘B+’ -მდე, ხოლო Viability (VR)[2] რეიტინგი - ‘bb-’-დან  ‘b+’-მდე. ბანკის რეიტინგის პროგნოზი (Rating Outlook)[3] განისაზღვრა როგორც ”სტაბილური”.
  • პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა ინტერნეტ ბანკის აპლიკაციები iPhone-ების, Android-ებისა და სხვა Smartphone-ებისათვის.  
  • ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დააჯილდოვა ერთდროულად ორ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი", ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი". თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც დაჯილდოვდა ამ ნომინაციებში და მიიღო რეგიონალური აღიარება.
  • ჟურნალებმა Euromoney, Global Finance და EMEA Finance თიბისი ბანკი 2012 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელეს.
  • Deutsche Bank-მა და Commerzbank-მა თიბისი ბანკი სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით საუკეთესო ბანკად დაასახელეს  საქართველოში. ეს უკვე მეშვიდე ჯილდოა Deutsche Bank-ისგან სავალუტო გადარიცხვების კატეგორიაში.
  • ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დაასახელა როგორც 2013 წელს სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში
(ათას ლარებში, გარდა აქციების შესახებ ინფორმაციისა) 

წლის შედეგები

2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2002
2001
2000
1999
წმინდა შემოსავალი*
211,564
235,359
127,367
78,192
56,946
42,385
25,783
26,872
20,353
13,004
8,971
წმინდა მოგება
2,979
-59 328
127,367
22,581
31,199
15,747
13,491
10,504
4,498
3,664
3,127
წმინდა შემოსავალი ერთ აქციაზე (ლარი)
1,400
1,992
127,367
1,555.4
1,132.8
787.1
478.8
537.4
407.1
260.1
299.0


No comments:

Post a Comment